რომანტიკა შენს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზეა. შენი მეოცნებე ხასიათი გაქვს და ხშირად წარმოიდგენ ახალ, გულწრფელ და ლამაზ ემოციებს. ხშირად იტანჯები იმით, რომ იდეალიზმში გადაგდის ურთიერთობა, ხოლო როცა რეალობას გაუსწორებ თვალს უკვე ძალიან გვიანია. პრობლემა იმაშია, რომ ურთიერთობისას თავიდანვე უღებ პარტნიორს გულის კარებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის გამოგდის პარტნიორზე კარგი შთაბეჭდილების დატოვება, რადგან გეხერხება სასიამოვნოდ საუბარი, რომანტიკული განწყობა ყველა ადამიანზე დადებითად მოქმედებს. დარჩი ისეთი როგორიც ხარ, რადგან შენისთანა ადამიანები ძალიან ცოტააკიდევ »
შენ ცდილობ აირჩიო ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებთანაც, როგორც იტყვიან, გაკავშირებით სულის ერთობლიობა. ისეთი გაგება, როგორც მეგობრობაა, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია, ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრის ფასი, უჭირავთ შენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი. შენი მხრიდან ისინი გრძნობენ უსაზღვრო პატივისცემას. შენთვის ასევე მისაღებია, საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან მეგობრობაც, ამიტომ შენი მეგობრების სია მრავალრიცხოვანია.კიდევ »
შენი სამყარო უკვე გახდა ვირტუალური და საყვარელ საქმესთან განშორება უფრო და უფრო რთული ხდება. შენ არ თვლი, რომ ინტერნეტში გატარებუყლი დრო ფუჭად არის დაკარგული. ინტერნეტში შენ გაქვს ცალკე ცხოვრება, რეალურისგან განსხვავებული, რომელიც შენთვის მეტად მისაღებია. მეგობრებთან ურთიერთობა ხშირად გაქვს ჩატში, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, საუბრობ მათთან skype-ით ან სხვა მსგავსი მესენჯერით. პროდუქტებს, საჩუქრებს ეძებ და ყიდულობ, როგორც წესი, online მაღაზიებში, ანგარიშ-სწორებას კი ახერხებ საკრედიტო ბარათით. ოჯახთან თითქმის ვერ ახერხებ კონტაქტს, სამწუხაროდ დროა ჩართო განგაშის სიგნალი.კიდევ »
განსაკუთრებული სტილი და გრაციულობა ყოველ მოძრაობაში. განსაცვიფრებელი და ამოუხსნელი შანელის არომატი, ეს ის არის რაც ფრანგებთან გაერთიანებს. შენ მშვენივრად ფლობ «l`art de vivre» — ესე ცხოვრება მხოლოდ ფრანგებს შეუძლიათ. მხოლოდ საფრანგეთში იგრძნობ თავს იდეალურად.კიდევ »
ზუსტად შენზეა ნათქვამი "გამიყურება როგორც გმირობის ღმერთი" , რათქმაუნდა იგულისხმება შენი შინაგანი სამყარო. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული აზრი გამყარებულია შენი სილამაზითა და შესანიშნავი ხასიათით. ეს კი ძალიან იშვიათი შემთხვევაა როცა ადამიანი ისევე ლამაზია გარეგნულად, როგორც სულიერად. ასე, რომ სრული უფლება გაქვს მოგწონდეს საკუთარი თავი და გჯეროდეს განსაკუთრებული ადამიანების არსებობის. რათქამუანდა შენი იცი საკუთარი თავის ფასი და საკმაოდ რთლია შენი გულის მონადირება, ეს ყველას არ ძალუძს. თუმცა შენ თუ ვინმე შეგიყვარდება, გაქვს უნარი სრულიად ეკუთვნოდე მას.კიდევ »
.შენ ხარ ენერგიული, თავისუფლების მოყვარული. შენი მომხიბლელობის ძალას საზღვარი არ აქვს. შენ თავბრუს ახვევ უამრავ ადამიანს, ზოგჯერ ამას თვითონაც ვერ ამჩნევ. თუ ურთიერთობას იწყებ, ის სავსეა ვნებით, ექსპერიმენტებით და მოულოდნელობებით. შენ შეგიძლია გაოცება, ყოველთვის საინტერესო ხარ, გარდა ბუნებრივი ხიბლისა გაგაჩნია უამრავი თვისება რომელიც მჟღავნდება რომანებში, სადაც ვნებათა ღელვაა. პარტნიორები დნებიან შენს მკლავებში და შენთან ერთად დრო შეუმცნევლად გადის.კიდევ »
შენ გაქვს დახვეწილი მანერები და ძალიან კარგად იცი ეტიკეტის წესები. შენ ყოველთვის სიხარულით ღებულობ სასარგებლო ინფორმაციას. მიყვები ახალ ინფორმაციებს და კარგად გეხერხება აზრის დალაგება. მეგობრები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან, შენ შეგიძლია გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთი შენი მთავარი თვისება მოწესრიგებულობაა, ამიტომ ვერ იტან არეულობას. მიყვები ერთ პრინციპს, რომ უნდა ისწავლო სხვის შეცდომებზე. თუმცა, შენი უპირატესობის ფონზე, არის უარყოფითი მხარეებიც, როგორიცაა სიჯიუტე. სწორედ ამ თვისებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს, მეორე ნახევრის პოვნაშიკიდევ »